Sunday, October 18, 2015


  1. პროექტის სახელწოდება:" დიდი ქართველები და ჩემი რაიონი"  ,აკაკი წერეთელი  და სოფელი დიდი თონეთი. 
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1-2 წინადადებით: აკაკი წერეთლის" საქართველოს ბულბულის,  "ცხოვრების ერთი საინტერესო ისტორიის გაცნობა, ანუ როგორ დაიწერა ქართული კლასიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუში, ლექსი "სულიკო"
  3.  'პროექტის აქტუალობა: წელს აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღია, დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი
  4. პროექტის მიზნები :მოსწავლეები გაეცნობიან კლასიკოსი პოეტის ცხოვრების იმ პერიოდს' თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ვისთან მეგობრობდა და როგორ ატარებდა დროს ქალაქგარეთ.  
  5. მონაწილეთა ასაკი:  მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2015 წლის ნოემბერი, 1 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:წერისა და ზეპირმეტყველების გაუმჯობესება,:დღიურებისა და  ჩანაწერების გაკეთება,თვალსაჩინოების - პლაკატების შექმნა', აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლა, საპრეზენტაციო მასალის ჩვენება.."სულიკოს" დაწერის ისტორიის მოსმენა და მოსწავლეთა მიერ სიმღერის შესრულება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი, წიგნი, რვეული, ქაღალდი, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი...
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფის შექმნა; 2.დავალებების განაწილება 3. მოძიებული მასალისა და თვალსაჩინოების წინასწარ გაცნობა 4. აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები: ისტორია,გეოგრაფია. ისტორია, კერძოდ:მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი და მე-20 საუკუნის დასაწყისი, გეოგრაფია: ქვემო ქართლი, თეთრიწყარო და სოფელი დიდი თონეთი 
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- მარინე რამაზაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:Ramazasvilimarine05@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :marineramasasvili.blogspot.com        

No comments:

Post a Comment