05 მარტი 2016 წ
1. ვისაუბრეთ პუბლიკაციის გამოყენების მნიშვნელო ბაზე. 2. ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პუბლიკაციის სამიზნე ჯგუფი. 3.რა შეიძლება ჩავწეროთ პუბლიკაციებში სამიზნე ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე.4. მივიღეთ დავალება სახლში ფურცელზე გავაკეთოთ ჩვენი ბუკლეტების მაკეტები.5. განვიხილეთ სასწავლო პროცედურები ინტელის მზა პროექტებში.6. ვისაუბრეთ აქტივობების გაწერის მნიშვნელობაზე. 7.გავაკეთეთ სავარაუდო აქტივობების მონახაზი.8. დავიწყეთ და დავასრულეთ აქტივობების გაწერა გეგმაში.
მარინე რამაზაშვილი
Saturday, March 5, 2016
Saturday, October 31, 2015
Saturday, October 24, 2015
10-17 ნოემბერს დაგეგმილ „მეცნიერების კვირეულთან“ დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორიგინალურ სლოგანზე კონკურსს აცხადებს, რომლის გამარჯვებულიც სამინისტროს მიერ ფულადი პრიზით, 500 ლარით დაჯილდოვდება.
სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან, სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან, სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
სლოგანის შეფასების კრიტერიუმებია: თემასთან შესაბამისობა, აზრის ლაკონურად და ორიგინალურად გადმოცემის უნარი და ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი სისწორე (პლაგიატის შემთხვევაში სლოგანი არ განიხილება). რაც შეეხება კონკურსის ვადას, ამისთვის განკუთვლი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 4 სამუშაო დღე.
„მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა გამოფენები და კონფერენციები მოეწყობა. კვირეულის მიზანს ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, მეცნიერების პრესტიჟის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
საკონკურსო სლოგანი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: nasatiani@mes.gov.ge. ელექტრონულ ფოსტაში სრულად უნდა იყოს მითითებული გამომგზავნის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.
Sunday, October 18, 2015
- პროექტის სახელწოდება:" დიდი ქართველები და ჩემი რაიონი" ,აკაკი წერეთელი და სოფელი დიდი თონეთი.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: აკაკი წერეთლის" საქართველოს ბულბულის, "ცხოვრების ერთი საინტერესო ისტორიის გაცნობა, ანუ როგორ დაიწერა ქართული კლასიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუში, ლექსი "სულიკო"
- 'პროექტის აქტუალობა: წელს აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღია, დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი
- პროექტის მიზნები :მოსწავლეები გაეცნობიან კლასიკოსი პოეტის ცხოვრების იმ პერიოდს' თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ვისთან მეგობრობდა და როგორ ატარებდა დროს ქალაქგარეთ.
- მონაწილეთა ასაკი: მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები
- ვადები/ხანგრძლივობა: 2015 წლის ნოემბერი, 1 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:წერისა და ზეპირმეტყველების გაუმჯობესება,:დღიურებისა და ჩანაწერების გაკეთება,თვალსაჩინოების - პლაკატების შექმნა', აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლა, საპრეზენტაციო მასალის ჩვენება.."სულიკოს" დაწერის ისტორიის მოსმენა და მოსწავლეთა მიერ სიმღერის შესრულება.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი, წიგნი, რვეული, ქაღალდი, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი...
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფის შექმნა; 2.დავალებების განაწილება 3. მოძიებული მასალისა და თვალსაჩინოების წინასწარ გაცნობა 4. აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები: ისტორია,გეოგრაფია. ისტორია, კერძოდ:მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი და მე-20 საუკუნის დასაწყისი, გეოგრაფია: ქვემო ქართლი, თეთრიწყარო და სოფელი დიდი თონეთი
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- მარინე რამაზაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:Ramazasvilimarine05@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :marineramasasvili.blogspot.com
დღეს 18 ოქტომბერია. ვაშაააა!!! დაუვიწყარი დღე! შევქმენი ე.წ.ჩემი ბლოგი. მეათე ტრენინგისათვის მგონია, უკვე ბევრი რამე ვიცი. მაგალითად: კომპიუტერის ჩართვა, გაკვეთილის დაგეგმვა კომპიუტერის საშუალებით' პრეზენტაციის გაკეთება და კიდევ რამდენი რამ. უღრმესი მადლობა ჩემს ტრენერს. შეუძლია იამაყოს თავისი პროფესიონალიზმით
Subscribe to:
Posts (Atom)